ფართობი: 9.597.000 კვ.კმ. საზღვრები: საზღვაო — 14 000 კმ; სახმელეთო - 20 000 კმ.
ბუნება: ორი მესამედი მთებსა და უდაბნოებს (მათ შორის გობის უდაბნო) უჭირავს. გეოგრაფიული რაიონები — აღმოსავლეთი ჩინეთი, ტიბეტის ზეგანი, კუნლუნის მთები და ჰიმალაები, ტარიმის და ჯუნგარის აუზები, შიგა მონღოლეთის პლატო, მანჯურია, ხუანხეს და იანძის აუზები; უმაღლესი მწვერვალი – ჯომოლუნგმა, იგივე ევერესტი ტიბეტში (8.848 მ). მდინარეები (კმ) — იანძი 5.500; ხუანხე 4.700; ამური 4.300; მეკონგი 4.200 კმ; ტბები (კმ²) — ცინხაიხუ 4.000, დუნტინხუ 3.100, ლოპ-ნორი 2.500, ხულუნ-ნორი 2.400, ტაი-ხუ 2.240; კუნძული — ხაინანი 33.670 კვ.კმ; კლიმატი — სხვადასხვა (ჰიმალაების, პოლარული, კონტინენტური, ზომიერი, ტროპიკული).
ბუნებრივი რესურსები: ქვანახშირი, რკინის მადანი, ნავთობი, ბუნებრივი აირი, ვერცხლისწყალი, კალა, ვოლფრამი, მანგანუმი, მოლიბდენი, ვანადიუმი, ალუმინი, ტყვია, თუთია, ურანი, მსოფლიოში უდიდესი ჰიდროენერგეტიკული რესურსები.
ქვეყანა მდებარეობს აზიაში, უკავია კონტინენტის ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილები. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი,ავღანეთი, პაკისტანი, ინდოეთი, ნეპალი, ბჰუტანი, მიანმარი, ლაოსი, ვიეტნამი, ჩრდილოეთი კორეა, მონღოლეთი.
ჩინეთის უზარმაზარი ტერიტორია ბუნების მრავალფეროვნებით ხასიათდება, რაც უპირველესად განპირობებულია რელიეფისა და გეოლოგიური აგებულების თავისებურებებით. რელეიფში ჭარბობს მთები, პლატოებიდა მაღლობები, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ტიბეტის მთიანეთი, რომელიც უმაღლესია მსოფლიოში. ნეპალთან საზღვარზე ჰიმალაებში კი მდებარეობს მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი ჯომოლუნგმა- 8 848 მ. აღსანიშნავია აგრეთვე დიდი და მცირე ხინგანები, ცინლინის მთები, ტიან-შანი, ბეიშანი და ა.შ.
დაბლობებს უკავია ტერიტორიის მხოლოდ 12 %. ისინი ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთშია წარმოდგენილი. ცნობილია დუმბეიპინიუანის და ჩინეთის დიდი დაბლობი, რომლებიც სოფლის მეურნეობისუმნიშვნელოვანეს რაიონებს წარმოადგენენ. ტიან-შანის მთების აღმოსავლეთით გვხვდება ტურფანის ქვაბული, რომელიც ზღვის დონიდან 155 მეტრით დაბლა მდებარეობს. ჩინეთში მდებარეობს ალაშანის, გობის დათაკლამაკანის უდაბნოები.
View Larger Map
ჩინეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ხელსაყრელი კლიმატური პირობებით ხასიათდება, რაც სოფლის მეურნეობის პრაქტიკულად ყველა სახის კულტურის მოყვანის საშუალებას იძლევა.
ნალექების რაოდენობის თვალსაზრისით ქვეყანა პირობითად შეიძლება გავყოთ ორ ნაწილად. გამყოფი ხაზი გაივლის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ. არიდულ ზონებში ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში ნალექიანობა 100 მმ-ს არ აღემატებახოლო ყველაზე უხვნალექიანია კუნძული ტაივანი, 2000 მმ.
ჩინეთისთვის დამაახასიათებელია ხშირი წყალდიდობები და გვალვები. მაგალითად, ძვ. წ. 206 წლიდან 1987 წლამდე ქვეყანაში 1995 წყალდიდობა მოხდა. ამ პერიოდში მდინარე ხუანხემ 1 500-ჯერ გაარღვია ჯებირები და დატბორა უზარმაზარი ტერიტორიები. მან 26-ჯერ შიეცვალა თავისი კალაპოტი. წელიწადში საშუალოდ 7-ჯერ ტაიფუნის დამანგრეველი ძალა გამანადგურებელ დარტყმას აყენებს ქვეყნის სანაპირო რაიონებს.
წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98
წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98
No comments:
Post a Comment