პეკინი (ჩინ. 北京市, Běijīng, ბეიძინი - ჩრდილოეთის დედაქალაქი) — ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქი. პეკინი ჩინეთის ოთხი მუნიციპალიტეტიდან ერთ-ერთია, რაც პროვინციის ექვივალენტიურია ჩინეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ სტრუქტურაში. პეკინის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება ხებეის პროვინციას ჩრიდლოეთით, დასავლეთითა და სამხრეთით, და აღმოსავლეთის მცირე ნაწილით ტიანძინის მუნიციპალიტეტს.
პეკინი ჩინეთის სიდიდით მეორე ქალაქია მოსახლეობის მიხედვით, შანხაის შემდეგ. ის მთავარი სატრანსპორტო კვანძია, უამრავი სარკინიგზო ხაზით, გზებითა და ავტოსტრადებით ყველა მიმართულებით. ის ასევე ჩინეთის საერთაშორისო საჰაერო რეისების მთავარი პუნქტია. პეკინი ჩინეთის პოლიტიკური, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრია, მაშინ როცა შანხაი და ჰონგ-კონგი მისი ეკონომიკური დასაყრდენია.
პეკინი ერთ-ერთია ჩინეთის ოთხ უძველეს დედაქალაქთა შორის.
მეერე
ReplyDelete